logo_geo
გიორგი ხელაშვილი: ზოგიერთი დელეგაცია გამოთქვამს გარკვეულწილად უკმაყოფილებას ცალკეული უკრაინელი პოლიტიკოსის პოზიციასთან დაკავშირებით, დაახლოებით ისევე, თუ ზუსტად ისევე არა, როგორც ჩვენ
- +

21 ნოემბერი. 2022. 19:38

 

არიან ქვეყნები, რომელთა მიმართაც არის ძალიან მსგავსი პრეტენზიები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი არასათანადოდ უჭერენ მხარს უკრაინას. რა თქმა უნდა, ცალკეულ პოლიტიკოსებზეა საუბარი, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა, რომელიც მადრიდში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ცალკეული უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები პარტნიორების თანამშრომლობას არ აბრკოლებს.

ზოგიერთი დელეგაცია გამოთქვამს გარკვეულწილად უკმაყოფილებას ცალკეული უკრაინელი პოლიტიკოსის პოზიციასთან დაკავშირებით, დაახლოებით ისევე, თუ ზუსტად ისევე არა, როგორც ჩვენ. მაგრამ ეს არანაირად არ აბრკოლებს ამ საერთო თანამშრომლობას, როგორც უკრაინის დასახმარებლად, ისევე რუსეთის წინააღმდეგ და, რაც მთავარია, საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ხელაშვილმა.

big_banner
არქივი