logo_geo
ბექა დავითულიანი: „ნაცებმა“ მოიტანეს ვითომ კანონი, რომელსაც სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, რომელსაც თვეები სჭირდება
- +

21 ნოემბერი. 2022. 19:49

 

„ნაცებმა“ მოიტანეს ვითომ კანონი, რომელსაც სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, რომელსაც თვეები სჭირდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმბმა შექნეს კანონი, რომელიც იცავს და ამავდროულად ვერ იცავს მათთვის სასურველ ოლიგარქებს

ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება. ისინი წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ქვეყანა არის ოლიგარქიზაციის საფრთხის ქვეშ, რომ სჭირდებათ კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას გადააგდებდნენ, პრემიერ-მინისტრს გადააყენებენ და საკუთარ თავმჯდომარეს აყენებენ. გვემუქრებოდნენ, რომ ხელისუფლებას დაანგრევდნენ და საკუთარი პარტია დაანგრიეს. გვემუქრებოდნენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა შექმნილიყო და ახლა ეშინიათ, რომ ისეთი ხალხი აღმოჩნდება ოლიგარქების სიაში, რომელიც არ აწყობთ და ახლა შემოგვთავაზეს კანონი, რომელიც იცავს და თან ვერც იცავს ოლიგარქებს.

მათ ყველაფერი ქნეს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მხოლოდ ერთ კაცს ერგებოდეს მაგრამ, მაინც არ ერგება, ეგეც ვერ მოახერხეს. შემოიტანეს ცვლილება ვითომდა კანონის, ხმები არ ეყოთ, იციან ამ კანონს თავს ვერ მოაბამენ და თანმხლებ დოკუმენტად მოაყოლეს, რომ გაცნობებთ ჩვენს კანონს თუ მიიღებთ ამას კონსტიტუციის ცვლილებაც უნდაო. ძალიან მაგარია, ამ კანონს სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, რომელსაც თვეები სჭირდება, 113 ხმა ან ორი მოწვევის პარლამენტი. ეს ყველაფერი კი გასაკეთებელია დეკემბრამდე ევრორეკომენდაციის მიხედვით. ასეთი დეკვალიფიკაცია, რომ ამასაც ვერ მოაბა თავი და ასეთი კანონიც ვერ დაწერო საოცრებაა“, - განაცხადა დავითულიანმა.

big_banner
არქივი