logo_geo
დავით მათიკაშვილი ფოტიგას განცხადებაზე: საქართველოს მომავალი თუ ვინმეს აინტერესებს, მოუსმინოს ევროკომისარ ვარჰეის შეფასებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს და ევროკავშირისკენ სწრაფვას ეხება
- +

22 ნოემბერი. 2022. 20:41

საქართველოს მომავალი თუ ვინმეს აინტერესებს მოუსმინოს ევროკომისარ ვარჰეის შეფასებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს და ევროკავშირისკენ სწრაფვას ეხება,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას.

საქართველოს მომავალი თუ ვინმეს აინტერესებს ძალიან კარგად დააკვირდეს ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირის, ევროატლანტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში. კონსტიტუციის ეს ცვლილება არა „ნაციონალური მოძრაობის“, ან წინამორბედი რომელიმე ხელისუფლების, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას არის მიღებული 2017-2018 წლებში. ასევე მოუსმინოს ევროკომისარ ვარჰეის შეფასებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს და ევროკავშირისკენ სწრაფვას ეხება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დააანონსა შეხვედრა სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

big_banner
არქივი