logo_geo
გივი მიქანაძემ ევროკავშირის გაფართოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
- +

23 ნოემბერი. 2022. 23:23

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ ტალინში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა“ მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესამე პანელში, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის რეფორმების გატარებას ეხებოდა გივი მიქანაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელება და ამ ეტაპისთვის მიღწეული შედეგები დეტალურად მიმოიხილა.

დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებზე რეფორმებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მიზნით.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეპანიუშინამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, ევროკავშირის და ესტონეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ესტონეთში აკრედიტებულმა ელჩებმა, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო თინქ-თენქ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

big_banner
არქივი