logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ესპანეთის პარლამენტი და ზოგადად ხელისუფლება არის მომართული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს
- +

24 ნოემბერი. 2022. 11:42

 

 

ჩვენ ამ შეხვედრების დროს დავრწმუნდით, რომ ესპანეთის პარლამენტი და ხელისუფლება ზოგადად არის მომართული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს, - ამის შესახებ ესპანეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„გვქონდა საუბარი, რომ სამწუხარო იყო ივნისის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ორი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 21- 26 ნოემბერს, ესპანეთსა და პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფება.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

big_banner
არქივი