logo_geo
ბექა დავითულიანი: დეკემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა იქნება, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იყოს
- +

24 ნოემბერი. 2022. 14:15

 

 

რაც შეგვიძლია, დეკემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა იქნება, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

 

მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ დეპოლარიზაციაზე ვერ შეძლებენ შედეგის დადებას.

 

„ევროპამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა და ვეცდებით, ეს რეკომენდაციები დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არის განცხადება, რომ რეფორმების ჩქარ შესრულებას სჯობს, აქცენტი უფრო ხარისხზე გავაკეთოთ, დროსა და სიჩქარეს მოვუკლოთ ამის ხარჯზე, თუ საჭირო იქნება, რადგან როგორც ისინი გვეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვა მომავალი წლის შემოდგომამდე არ იგეგმება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას რეფორმების გზაზე წინსვლისკენ მოუწოდებს.

 

ამასთან, ევროკომისია გაფართოების შესახებ ვრცელ ანგარიშს, 2023 წლის ოქტომბერში მოამზადებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი