logo_geo
ალუდა ღუდუშაური: როდესაც ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონზე გვექნება სრულყოფილი და ოფიციალური ინფორმაცია, ამის შემდეგ გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები
- +

24 ნოემბერი. 2022. 14:27

 

 

"როდესაც ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონზე გვექნება სრულყოფილი და ოფიციალური ინფორმაცია, ამის შემდეგ გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

„ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები გვესმის დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ ჩვენ რაც ამ დროს უნდა გაგვეკეთებინა, ყველაზე გონივრული იქნებოდა ის, რაც ახლა გავაკეთეთ - მივმართეთ ოფიციალური კითხვით ვენეციის კომისიას. როდესაც ჩვენ გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია და ოფიციალური დასტური, თუ რა რეალობაა ამ კანონთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამის შემდეგ გვექნება სამომავლო ნაბიჯები“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

big_banner
არქივი