logo_geo
დავით მათიკაშვილი: ოლიგარქია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ერთი და იგივე მოვლენაა. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლაც არის აბსოლუტურად იდენტური
- +

24 ნოემბერი. 2022. 19:19

დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაში ​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნის საკითხს გამოეხმაურა. ამ თემაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

გაგზავნა - არგაგზავნაში პრობლემა ნამდვილად არ არის. საკითხი უფრო კომპლექსურია. თვითონ ოლიგარქია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არის ერთი და იგივე მოვლენა. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლაც არის აბსოლუტურად იდენტური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინული კანონპროექტი ევროკომისიის ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იყო მოწონებული, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ დაიწყებდა, არ მისცემდა სივრცეს სპეკულაციებისთვის და დაეყრდნო უკრაინულ მოდელს.

შინაარსობრივად და თემატურად ორი იდენტური დოკუმენტის ერთსა და იმავე უწყებაში გაგზავნა სამართლებრივი დასკვნისთვის რამდენად რელევანტურია, ამაზე გავცეთ პასუხი. ჩვენ რეალური არგუმენტი - რომ უკრაინული საკანონმდებლო მოდელისთვის დასკვნა ჯერ კიდევ მზადდება, ის იქნება მნიშვნელოვანი და რელევანტური ქართული კანონპროექტისთვისაც, რადგანაც ის კანონპროექტი სიტყვასიტყვით რის გადმოქართულებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

big_banner
არქივი