logo_geo
დავით მათიკაშვილი: როგორ უნდა გადაწყდეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პატიმრის ბედ-იღბალი, წყდება სისხლის სამართლის კანონდებლობით და არა რომელიმე თანამდებობის პირის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებით
- +

24 ნოემბერი. 2022. 19:20

საქართველოში, 2012 წლის შემდეგ პოლიტიკურად არავის დევნიან და ქართული ციხეების პოლიტპატიმრებისგან თავისუფალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნებისმიერი მსჯავრდებულს, რომელიც გისოსებს მიღმაა, ყველას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ ის საკითხი, როგორ უნდა გადაწყდეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პატიმრის ბედ-იღბალი, წყდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით და არა რომელიმე თანამდებობის პირის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებით.

პრეზიდენტს გააჩნია თავისი უფლებამოსილება, მისი დისკრეცია შეწყალების საკითხით სრულდება, დანარჩენი საკითხი, პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა არის სასამართლოს და ექიმების გადასაწყვეტი, რაც ამავდროულად ქვეყნიდან პატიმრის გაყვანას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ითვალისწინებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს ყველა მსჯავრდებული პატიმრისთვის და ვერავინ იქნება გამონაკლისი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. ზურაბიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ამ შეთხვევაში სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

big_banner
არქივი