logo_geo
დავით მათიკაშვილი: პირდაპირ ჩანს, თუ როგორ ცდილობს ნაცმოძრაობა, დაიცვას ოლიგარქი კეზერაშვილი იმ შესაძლო შეზღუდვებისგან, რასაც შეიცავს დეოლიგარქიზაციის როგორც ქართული, ისე უკრაინული მოდელი
- +

24 ნოემბერი. 2022. 19:21

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი კი არა, მგონი ოლიგარქიზაციის კანონი შემოგვთავაზეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

პირდაპირ, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, იგივე ნაცმოძრაობა, დაიცვას ოლიგარქი კეზერაშვილი იმ შესაძლო შეზღუდვებისგან, რასაც შეიცავს დეოლიგარქიზაციის როგორც ქართული, ისე უკრაინული მოდელი. ნახეს რა, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესი, თუ კანონს მივიღებთ, შევა ძალაში და რეალურად ამოქმედდება, ოლიგარქიული გავლენებისგან გათავისუფლდება ქართული სივრცე, რაც გამოიწვევს კონკრეტულად ნაცმოძრაობის დაფინანსებასთან მიმართებით ცალკეულ პრობლემებს, რადგან მისი დაფინანსების წყარო არის ოლიგარქი კეზერაშვილის მიერ ნაძარცვი შავი ფული, ხოლო ამ კუთხით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედება ამ ფულის ჩარიცხვას ნაციონალური მოძრაობის მესვეურების ჯიბეში შეზღუდავს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

big_banner
არქივი