logo_geo
შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2022. 22:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ავგუსტო სანტოს სილვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე სექტორული კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

პორტუგალიის და საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარეებმა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ პოლიტიკასა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიერ პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

big_banner
არქივი