logo_geo
ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე პირადი მიზეზების გამო თანამდებობას ტოვებს
- +

25 ნოემბერი. 2022. 13:26

 

 

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე პირადი მიზეზების გამო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მანვე აღნიშნა, რომ იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის რიგით წევრად.

 

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

 

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

 

მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

 

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი