logo_geo
ბექა ოდიშარია: ჩვენმა პორტუგალიელმა კოლეგებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით
- +

25 ნოემბერი. 2022. 14:34

 

 

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა.

 

„ჩვენმა პორტუგალიელმა კოლეგებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით. აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა და და ჩვენი როლი ამ მიმართულებით. მიმოვიხილეთ მთლიანად რეგიონში არსებული პრობლემები და რა თქმა უნდა, საუბარი იყო რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში“, - განაცხადა ოდიშარიამ.

 

პორტუგალიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დღეს ქართველი კანონმდებლები შეხვედრას გამართავენ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან. საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის პარალელურად ლისაბონში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ პორტუგალიურენოვან ქვეყნებში ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი