logo_geo
შალვა პაპუაშვილი: პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას
- +

25 ნოემბერი. 2022. 17:06

 

 

„საქართველო გამოხატავს მადლიერებას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციის მიმართ, ვისთანაც მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა გვაკავშირებს. ორგანიზაცია მტკიცედ უჭირს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მათი ხედვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ცალსახაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივან ზაქარიას და კოსტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილმა აღმასრულებელ მდივანს ორგანიზაციის მკაფიო პოზიციისთვის არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში.

 

„მადლობა მსურს მოვახსენო აღმასრულებელ მდივანს მასპინძლობისთვის. ვიცით, რომ არაჩვეულებრივად ართმევთ თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის საკითხს და ამასთან, ბევრს შრომობთ არაღიარების პოლიტიკის გასატარებლად.  იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი ორმხრივი ვიზიტი შედგება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებაზე მუშაობას და ეს თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში. აღნიშნული, მათ შორის, ლუანდაში მუდმივმოქმედი სამდივნოს გახსნით იქნება დამოწმებული, სადაც საქართველოსაც, როგორც ასოცირებულ დამკვირვებელს, შეეძლება მონაწილეობის მიღება. პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელების კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი