logo_geo
მამუკა მდინარაძე „სტრატეგია აღმაშენებელზე“: ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო - ამას რა შეიძლება დაერქვას?
- +

25 ნოემბერი. 2022. 19:44

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებისთვის „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.

„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს პოლიტიკური აზრი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო - ამას რა შეიძლება დაერქვას?“, - აცხადებს მდინარაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

big_banner
არქივი