logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნაზე: საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით აკვირდება ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს - ნუ შეურაცხყოფს საკუთარ წინაპრებს, მეგობრებს და საზოგადოებას, რომელმაც აირჩია
- +

25 ნოემბერი. 2022. 19:47

საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისა და ნიკა გვარამიას სავარაუდო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გვარამიას შეწყალება საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხყოფა იქნება.

ამ პროცესს სხვადასხვა აქტორი ჰყავს - ენჯეოსექტორმა და რადიკალური ოპოზიციის ფრთამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვაანონსებდით, რომ შემოდგომაზე ეს პროცესი გააქტიურდებოდა. ქალბატონი პრეზიდენტის საეჭვო ქმედებები ჯერ კიდევ [უკრაინაში] ომის დაწყების შემდეგ გამოიკვეთა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით აკვირდება ამ ქალბატონის გადაწყვეტილებებს და ნუ შეურაცხყოფს საკუთარ წინაპრებსაც, მეგობრებსაც და საზოგადოებას, რომელმაც ეს ქალბატონი აირჩია“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

big_banner
არქივი