logo_geo
მამუკა მდინარაძე: წლების განმავლობაში არსებობდა მითები, თითქოს „ნაცები“ პროფესიონალები და „სვეცკები“ იყვნენ, რამდენად გოიმები და არაპროფესიონალები არიან, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჰყავთ ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე
- +

25 ნოემბერი. 2022. 19:48

წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს „ნაცები“ იყვნენ პროფესიონალები და „სვეცკები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ჟურნალისტებთან გავრცელებულ ვერსიაზე ისაუბრა, რომ თითქოს შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა მოხდეს, რა დროსაც აღნიშნა, რომ მითები არსებობდა თითქოს „ნაცები“ პროფესიონალები და „სვეცკები“ იყვნენ. ამ დროს კი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ჰყავთ.

მისივე თქმით, რაც არის ხაბეიშვილი და რაც არის მელია, ის არის „ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში.

„ნაცმოძრაობა არ გაყონ არ დაგვღუპონ. ცოტა სერიოზულად რაც შეეხება, დღესაც იძახიან, რომ ინტელექტუალების სამჭედლო არისო „ნაცმოძრაობა“. წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს ნაცები პროფესიონალები და „სვეცკები“ იყვნენ. რამდენად გოიმები და არაპროფესიონალები არიან წარმოიდგინეთ, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჰყავთ ხაბეიშვილი მელია და ვიღაც მუმლაძე. ეს სამი ადამიანი არის მთავარი სამი ადამიანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ლიდერად უნდა აირჩიონ და პროფესიონალიზმზე და „სვეცკობაზე“ ლაპარაკობენ. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რეალურად ეს არის მათი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ესენი კარგები არიან, აზრზე მოსულები არიან, მათი ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ, პროფესიონალები არიან და ა.შ. კი ბატონო, მაშინ ნაცმოძრაობაც ასე ყოფილა, მაგრამ რაც არის ხაბეიშვილი, რაც არის მელია, ის არის „ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში იმიტომ, რომ ხელმძღვანელობაზე ისინი იყრიან კენჭს და ისინი არიან ერთმანეთის კონკურენტები და რამდენად რეალური იყო ის მითები ახლა საზოგადოებამ გადაწყვიტოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

big_banner
არქივი