logo_geo
შალვა პაპუაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებს და სტუდენტებს შეხვდა
- +

25 ნოემბერი. 2022. 20:00

პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლისაბონის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.

შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. ისაუბრა რეგიონის პოტენციალზე ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის, ენერგო რესურსების ტრანზიტის და ვაჭრობის მიმართულებებით.

big_banner
არქივი