logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო მცდელობა, თავიდანვე მოეხდინათ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის დისკრედიტირება
- +

25 ნოემბერი. 2022. 20:41

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო მცდელობა, თავიდანვე მოეხდინათ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის დისკრედიტირება.

ამას ემსახურებოდა პროცესის დასაწყისშივე საბოლოო კანდიდატების დასახელება ისე, რომ ალტერნატივაზე ფიქრსაც კი არ უშვებდნენ. ჩვენ, პირიქით, თავიდანვე ვაჩვენეთ გახსნილობა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება კანდიდატზე. მთავარი პირობაა, რომ ის თანაბრად იყოს მისაღები იმ ​​კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რაც საჭიროა მის ასარჩევად და, უპირველეს ყოვლისა, მისაღები იყოს „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

big_banner
არქივი