logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ისინიც კარგად ხვდებიან, რომ რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლპობის პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს ზედაპირზე არ იყო წარმოჩენილი
- +

26 ნოემბერი. 2022. 14:45

 

 

ისინიც კარგად ხვდებიან, რომ რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლპობის პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს ზედაპირზე არ იყო წარმოჩენილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ჟონავდა ინფორმაცია, აქა-იქ იყო იმის ნიშნები, თუმცა, ამას საგულდაგულოდ უარყოფდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“, ყველა მესვეურები - ახლა რომ სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებ, რომ ეს არ არის ის ტენდენცია და პროცესი, რომელსაც რომელიმე ჯგუფი, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიესალმება. ისინიც კარგად ხვდებიან, რომ რეალურად ეს არის ამ პარტიის პოლიტიკური ლპობის პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს ზედაპირზე არ იყო წარმოჩენილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი