logo_geo
გიორგი ვოლსკი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ ევროკავშირის ექსპერტთა ფორუმის დასკვნა ამ კანონპროექტზე, რომელიც წარდგენილია უკრაინის მიერ
- +

26 ნოემბერი. 2022. 17:32

 

 

არსებობს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ არის მომზადებული და ანალოგიურია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტიც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

 

„ასევე არის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, რომელიც ლოგიკას მოწყვეტილია. არის ასეთი გამოცდილება, რომელიც უკრაინას გააჩნია, ეს იქნება პირველი და რასაკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ევროკავშირის ექსპერტთა ფორუმის დასკვნა შეხედულება ამ კანონპროექტზე, რომელიც წარდგენილია უკრაინის მიერ, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი