თავდასხმები საპატრიარქოზე, ეს სამწუხაროდ ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი ერთგვარი ტენდენცია გახდა ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ლიბერალური ჯგუფებისთვის, რაც არ არის კარგი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი ფორმები და ისეთი სახე ეძლევა დისკუსიას, რომ აშკარად სცილდება ეს ნორმის ფარგლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ეკლესიის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს.
„ასეთი ფორმით, ასეთი ორკესტრირებული თავდასხმები აბსოლუტურად გაუმართლებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ამის მიზეზი არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ადამიანის მოსაზრებები. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - აცხადებს სარჯველაძე.
დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.