logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისია კვლავ განიხილავს უკრაინის კანონს და დასკვნაც იქნება
- +

27 ნოემბერი. 2022. 21:09

 

 

 

„ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ვენეციის კომისია აგრძელებს მუშაობას უკრაინის კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ და დასკვნა იქნება 2023 წელს. შესაბამისად ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინამ გაიწვია კანონპროექტი, არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„ვნახეთ, რომ ამ ინფორმაციამ თავის დროზე გარკვეული მღელვარება შემოიტანა. ოპოზიციამ რატომღაც ამ ინფორმაციის გამო ყიჟინა გამართა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადამოწმდეს მანამ, სანამ ის საჯაროდ გავრცელდება. შესაბამისად მდგომარეობა დღეს არის ასეთი, ვენეციის კომისია კვლავ განიხილავს უკრაინის კანონს და დასკვნაც იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი