logo_geo
გიორგი ამილახვარი: როგორ შეიძლება ოლიგარქის განმარტება იყოს საქართველოში სხვა და უკრაინაში სხვა
- +

27 ნოემბერი. 2022. 21:27

 

 

 

„როგორ შეიძლება ოლიგარქის განმარტება იყოს საქართველოში სხვა და უკრაინაში სხვა მაშინ, როდესაც პირველი ევროკავშირმა უკრაინას მოსთხოვა დეოლიგარქიზაციის კანონი, მაგრამ დაინახეს რა, რომ იმ კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსებენ, ოპოზიციას ვგულისხმობ, მათ მედია საშუალებებს აფინანსებენ, ბუნებრივია გაჩნდა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური ბოიკოტი ამ საკითხისადმი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

„რეალურად ახლა იცავენ თავიანთ რეალურ ოლიგარქს და დამფინანსებელს დავით კეზერაშვილს და ამ კანონპროექტით ცდილობენ, რომ როგორმე გადაფარონ ის კარგი მოდელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა“, - განაცხადა გიორგი ამილახვრმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი