logo_geo
სოზარ სუბარი: საქართველოს დაუძინებელი „მეგობრები“ სასოწარკვეთილებაში არიან, ვერ მიაღწიეს მიზანს, რომ თავიანთი აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის ხელისუფლებაში
- +

27 ნოემბერი. 2022. 21:50

 

 

 

„საქართველოს დაუძინებელი „მეგობრები“ ძალიან გააქტიურდნენ ბოლო დროს და ერთადაც შეიყარნენ. სასოწარკვეთილებაში არიან იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს, რომ თავიანთი აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის ხელისუფლებაში და ხედავენ, რომ ამაში მთავარი წინააღმდეგობა არის ბიძინა ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტი“, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ მოძრაობა „ხალხის ძალას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

 

„უნდათ, რომ მაინცდამაინც საქართველოს იყოს ბრძოლის წინა ხაზზე და საქართველოს, რომ იცავდეს ის ქოლგა, რომელიც იცავს მაგალითად პოლონეთს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, ნატოს უსაფრთხოების ქოლგას ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენც უფრო თამამები ვყოფილიყავით ჩვენს გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

big_banner
არქივი