logo_geo
პეტრე მამრაძე კეზერაშვილზე: ასეთი ადამიანი, რომელსაც საქართველოში 5 წელი აქვს მისჯილი, ყოველთვის იზრუნებს, რომ პოლიტიკური ფიგურა იყოს
- +

28 ნოემბერი. 2022. 00:45

 

 

„ასეთი ადამიანი, რომელსაც საქართველოში 5 წელი აქვს მისჯილი, ყოველთვის იზრუნებს იმაზე, რომ პოლიტიკური ფიგურა იყოს“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მამრაძის თქმით, კეზერაშვილს 10 წელი აქვს მისჯილი და მას შეწყალებით მოსახდელი 5 წელი დარჩა.

 

„მაპატიეთ, ასეთი კრიმინალი, რომელიც იმდენ კრიმინალურ ისტორიაშია გახვეული, კიევის ქოლცენტრის საერთაშორისო სკანდალი ერთ-ერთი ბოლოა, უცხოურ პრესაში ყველგან ფიგურირებს, ასეთი ადამიანი, რომელსაც საქართველოში 5 წელი აქვს მისჯილი, ყოველთვის იზრუნებს იმაზე, რომ პოლიტიკური ფიგურა იყოს. კი არ ვადარებ, მაგრამ როდის მოინდომა მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკოსობა ხომ ვიცით, ეს თავდაცვის სქემაა საქართველოშიც და იქაც“, - აღნიშნა მამრაძემ.

 

კითხვაზე, მერაბიშვილის ხელში გადავა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, მამრაძემ განაცხადა, რომ ვერ გადავა, „სანამ არსებობს ეს ბერკეტები“.

 

„რა თქმა უნდა, მას თავისი ბიზნესი აქვს. სასწაულებს ჰყვებიან. მე რომ ვნახე, რომ კურტ ვოლკერს შეხვდა, ეს იყო ძალიან ძლიერი სიგნალი ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ლობისტები მასთანაც კონტაქტში არიან და რაღაც საქმეებს აკეთებენ კიევში. ვოლკერი ხომ კიევში იყო - ეს პირდაპირ ამას ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი რამაა, რადგან კეზერაშვილს ვოლკერთან სასაუბრო საერთოდ არაფერი აქვს. ის მაინც დიპლომატია და გარკვეული დონეა და კეზერაშვილს არასდროს ჰქონდა პრეტენზია“, - განაცხადა მამრაძემ.

 

 

big_banner
არქივი