logo_geo
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება
- +

28 ნოემბერი. 2022. 19:03

 

პარლამენტი უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება. მისივე თქმით, პარლამენტის გენდერული საბჭო, ამ მიმართულებით, არაერთ ღონისძიებას გეგმავს.

ძალადობის ის შემთხვევები, რომელსაც საზოგადოება აკვირდება, სამწუხაროდ, გამოწვევაა მსოფლიოშიც, ეს ჩვენს ძალიან ღრმა შეშფოთებას იწვევს. ამავე დროს, ვფიქრობთ, თუ რა არის გამოსავალი. ქართული კანონმდებლობა ბოლო წლებში გამკაცრდა, ასეთი შემთხვევების გამოსავლენად და დამნაშავის დასასჯელად პრაქტიკაც ძალიან აქტიურია. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ალბათ საზოგადოებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქალთა მიმართ ძალადობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და იყოს ყველასთვის მიუღებელი. პარლამენტი უერთდება ამ კამპანიას და ყველას მოგიწოდებთ აქტიურად იყოთ ჩართული მასში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

big_banner
არქივი