logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: კანონის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ვენეციის კომისია ვერ იმსჯლებს
- +

28 ნოემბერი. 2022. 19:05

 

კანონის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ვენეციის კომისია ვერ იმსჯლებს. ვენეციის კომისიის განსახილველია მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული ასპექტები, რამდენად შესააბამება როგორც ქვეყნის კონსტიტუციასა და საკანონმედებლ ჩარჩოს, ასევე ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის პოლიტიკური მიზანშეწონილობა ქვეყნის საქმეა.

კანონის პოლიტიკური მიზანშეწონილობა შეიძლება იყოს მხოლოდ ქვეყნის შიდა, სუვერენული პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არავითარ შემთხვევაში სხვა ქვეყანას, ან რომელიმე საერთაშორისო საექსპერტო ორგანოს არ აქვს უფლება, რომ ქვეყანამ როდის და რა პოლიტიკური მიზნებისთვის, რა კანონმდებლობა განახორციელოს, ეს მიუთითოს. გარდა იმ ვალდებულებებისა, რაც ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ან ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გვაქვს. ვენეციის კომისიის საქმეა კანონი, როგორც ასეთი, შეესაბამება თუ არა ქვეყნის კონსტიტუციას, ეს დასკვნა გააკეთოს, თუ აკმაყოფილებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოსა და სტანდარტებს, რაც არის ევროპის საუკეთესო სტანდარტი და პრაქტიკაა. ამიტომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ვენეციის კომისიის განსახილველი არ არის. ვენეციის კომისიის განსახილველია მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული ასპექტები, რამდენად შესააბამება როგორც ქვეყნის კონსტიტუციასა და საკანონმედებლ ჩარჩოს, ასევე ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

big_banner
არქივი