logo_geo
ბიურომ საშემოდგომო სესიის ბოლო თვეში დაგეგმილ საპარლამენტო აქტივობებზე იმსჯელა
- +

28 ნოემბერი. 2022. 18:19

 

მიმდინარე სასესიო კვირაში, პირველ დეკემბერს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოსმენა, მინისტრის საათის ფორმატში ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე შესვენების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15 საათზე გაიმართება“, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს დაეთმობა, ხოლო სახალხო დამცველს პარლამენტი მომდევნი - სასესიო კვირაში აირჩევს. მისივე თქმით, მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება ასევე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება.

big_banner
არქივი