logo_geo
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს ომბუდსმენობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს
- +

28 ნოემბერი. 2022. 19:21

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში, ოპოზიციასთან კონსულტაციები 8 კანდიდატთან დაკავშირებით გაგრძელდება. ამის შესახებ მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაიმართა უმრავლესობის ტრადიციული სხდომა. სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ორ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში ჩავაყენეთ ოპოზიციასთან კონსულტაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ოპოზიციის შეხვედრის და დღევანდელი უმრავლესობის სხდომის საერთო შედეგი შემიძლია გაგაცნოთ: სულ იყო ომბუდსმენობის 19 კანდიდატი, აქედან სამმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა. დარჩენილი კანდიდატებიდან 7 მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია, თუკი არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ უჭერს მხრას რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, კონსულტაციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. რჩება 8 კანდიდატი, რომელზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან და უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე მე შემიძლია გაგაცნოთ მათი სახელები და გვარები: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია“, - განაცხადა მდინარაძემ.

big_banner
არქივი