logo_geo
დავით მათიკაშვილი: ვერ შეცვალეს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ტექნიკური მთავრობით, ვერ დაანთეს ომის ცეცხლი საქართველოში და ახლა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდათ რადიკალების თავმოყრა
- +

28 ნოემბერი. 2022. 22:28

 

ეს ხაზს უსვამს სტაბილურობის სიძულვილის დონეს. არ სურს გიგაურს რომ სტაბილურად განვითარდეს პარლამენტი და პარლამენტარიზმი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

რელევანტურად ვერ აფასებს პარლამენტის მნიშვნელობას და იმას, რომ რადიკალურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი რადიკალიზმი ქუჩიდან პარლამენტის სასესიო დარბაზში გადაიტანონ. სავარაუდოდ, ეს სურს ეკა გიგაურს. მან ვერ შეცვალა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ტექნიკური მთავრობით, ვერ დაანთეს ომის ცეცხლი საქართველოში და ახლა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა რადიკალების თავმოყრა“, - აცხადებს მათიკაშვილი.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ.

big_banner
არქივი