logo_geo
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას: ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას თქვენ კი ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას
- +

29 ნოემბერი. 2022. 14:29

 

 

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის პატიმრის უფლებაც, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაც და აუცილებლობაც. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და როგორც ჩანს იქ არის პრობლემები, ჩვენ გვაინტერესებს დიაგნოზი და გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

 

„აქ ორკესტრირებულად გამომსვლელი ყველა დეპუტატი ცდილობს სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის არამედ, საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის  გამოიყენონ. ეს არის განმასხვავებელი. ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას და უზრუნველყოფას თქვენ ცდილობთ ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული განმასხვავებელი ჩვენს შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი