logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციას: საკუთარი ქვეყნის გულწრფელი მსახურება მოვალეობის გარდა განსაკუთრებული სიამოვნებაა, სცადეთ, იქნებ შედეგი მივიღოთ უკეთესი
- +

29 ნოემბერი. 2022. 14:47

 

 

„ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერავის დავავალდებულებთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვევალება, მოვალეობის გარდა განსაკუთრებული სიამოვნებაა საკუთარი ქვეყნის გულწრფელი მსახურება, სცადეთ, იქნებ შედეგიც მივიღოთ უკეთესი“, - მიმართა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თითქმის ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიენიჭა და საქართველოს პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე ხელისუფლების წარმომადგენლებს პარალელურად ინტენსიური კონსულტაციები და კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან იმისათვის, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იყოს შეფასებული და დაჩქარდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს.

 

„ამავდროულად, შეუძლებელია არ შევაფასო, რამდენიმე ჩვენი კოლეგა პარლამენტარის და მათი ხმაურიანი თანამზრახველების ქმედებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს მომენტში არ წყდება საქართველოს ეროვნული ინტერესებით მანიპულირება, სპეკულაციები და საქართველოს ინტერესების საზიანოდ მთელი რიგი კამპანიების წარმოება. იმ კოლეგებს მსურს მოგმართოთ, ერთმანეთს რომ ეჯიბრებით, ვინ უფრო უკეთ გაალანძღინებთ საკუთარ ქვეყანას უცხოელ მეგობრებს და დაუფარავი სიხარულით აფრიალებთ სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებს და რეზოლუციებს. თქვენი ქმედებებით აზიანებთ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, შეურაცხყოფას აყენებთ ქართველ ხალხს, განწირული ხართ აბსოლუტური მარცხისთვის, იმიტომ რომ სიცრუეს აქვს ვარგისიანობის ძალიან მცირე ვადა, მაგრამ გამოუსწორებლად  აზიანებს რეპუტაციას. მავნებლობთ, როდესაც ცდილობთ, ბრიუსელში ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ საქართველო არაფერს აკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, მაშინ როდესაც 1 ივლისიდან დღემდე თქვენი კოლეგა პარლამენტარები ძალისხმევას არ იშურებენ ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობისთვის. ცდებით, როდესაც გგონიათ, რომ პოლიტიკურ ქმედუნარიანობა დაკარგულებს ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგეხმარებათ ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმვაში. სინამდვილეში ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი