logo_geo
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი საკუთარი ნებით არ დასწრებია რამდენიმე პროცესს და ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზებას
- +

29 ნოემბერი. 2022. 19:41

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება და ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია ექიმმა, ხოლო პენიტენციური სამსახური, ცხადია, დაემორჩილა და ყოველთვის დაემორჩილება.

„მთელ ამ პროცესს თქვენ მართლმსაჯულების პარალიზებას უწოდებთ თუ რომელიმე სხვა სიტყვას, ეს ყველაფერი არის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აქვე ყველას შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით, როდესაც ის იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, არ დასწრებია თავის რამდენიმე პროცესს. ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა, რომ თავად მოეხდინა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზება“, - განაცხადა მინისტრმა.

big_banner
არქივი