logo_geo
ანრი ოხანაშვილი: გერმანია ისტორიულად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას
- +

29 ნოემბერი. 2022. 21:12

 

გერმანია ისტორიულად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება ბუნდესტაგის დეპუტატებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გერმანიაში, შეხვდა კანცლერს და ბატონმა შოლცმა ბრიფინგზე გამოგვიცხადა ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არის დიდი მოტივაციის მომცემი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი და დელეგაციის წევვების შეხვედრებს გამართავენ ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან.

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

big_banner
არქივი