logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: შევეცდებით, გერმანიის მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რადგან ამ ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
- +

29 ნოემბერი. 2022. 21:47

 

ვიზიტის მთავარი ამოცანა არის გერმანელი პარტნიორების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში და როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

შევეცდებით, მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, რადგან გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში, ასევე შემდგომ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

big_banner
არქივი