logo_geo
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით 71-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი
- +

30 ნოემბერი. 2022. 01:32

 

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს და 71 ხმით დაუჭირეს მხარი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენცია.

პროექტით ახლებურად რეგულირდება სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომ ანალიზთან და ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

big_banner
არქივი