logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანიას ვთხოვეთ, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - თითოეულ შეხვედრაზე გაისმა წუხილი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო
- +

30 ნოემბერი. 2022. 18:43

გერმანიას ვთხოვეთ, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ჩვენი ქვეყნის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. დეპუტატმა გამართულ შეხვედრებზე განხილულ თემებზე ისაუბრა.

თითოეულ შეხვედრაზე გაისმა წუხილი, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. გერმანელმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მათთვის გაუგებარი იყო რა კრიტერიუმით ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ, კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ განწყობას.

გერმანიაში შეცვლილია განწყობები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნდესტაგის პრეზიდენტისგანაც მოვისმინეთ, რომ გერმანია ის გაკვეთილები, რომელიც რუსეთზე ზედმეტ დამოკიდებულებას ითვალისწინებდა, გაითავისა, ამიტომ ისინი ახლა ყველანაირად შეეცდებიან ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს და ამ გაფართოების პროცესში მოიაზრებენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბუნდესტაგში, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლების სამუშაო ვიზიტი გრძელდება. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მისმა გერმანელმა კოლეგამ, ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უმასპინძლა. მანამდე კი ქართული დელეგაციის წევრები ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი.

big_banner
არქივი