logo_geo
ბექა დავითულიანი: ვხედავთ კომისარ ვარჰეის, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრს სწორად და კარგად ვაკეთებთ და ვხედავთ, მაგალითად, კუბილიუსს და დანარჩენებს, რომლებიც ამბობენ, რომ აქ ხდება კატასტროფა
- +

30 ნოემბერი. 2022. 18:46

წლებია ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, მიზეზს ეძებს დაადანაშაულონ საქართველოს ხელისუფლება, მაგალითად ადამიანის უფლებების დარღვევაში, როდესაც წელიწადში მინიმუმ 150 პატიმარი უკვდებოდა მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში და იქ დიდ პრობლემას ვერ ხედავდნენ ხოლმე, ასეთი მკაფიოები და აღგზნებულები არ იყვნენ, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა თავსებადია ევროკავშირის ეკონომიკასთან და ქვეყანაში არის მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციისთვის.

ჩვენ ვხედავთ ორი ტიპის შეფასებას ჩვენი პარტნიორებისგან: ოფიციალური უწყებები, ევროკომისრები, სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ: „დიახ, თქვენ სწორ ნაბიჯებს დგამთ და სწორ რეფორმებს ატარებთ“. მაგრამ ევროპარლამენტარები ამ პოლიტიკურ ჯგუფებში ეს ერთგვარი აგრესიული დამოკიდებულება და პოლიტიკური ინტერესი, რომ რაღაცნაირი ზიანი მიაყენონ მოქმედ ხელისუფლებას და ჯამურად ამით შეაფერხონ ევროინტეგრაციის პროცესი, უფრო მეტს ამბობენ და პირიქით აფასებენ.

ანუ, ჩვენ ვხედავთ კომისარ ვარჰეის, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებთ და დააჩქარეთ და მეორე მხრივ ვხედავთ, მაგალითად, კუბილიუსს და დანარჩენებს, რომლებიც ამბობენ, რომ აქ ხდება კატასტროფა და ისინი არიან პოლიტიკური პარტნიორები“, - განაცხადა დავითულიანმა.

big_banner
არქივი