logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანიაში შეხვედრებზე ძირითადად საუბარი იყო რეკომენდაციებზე და მათი შესრულების პროცესზე
- +

30 ნოემბერი. 2022. 18:29

შეხვედრებზე ძირითადად საუბარი იყო რეკომენდაციებზე და მათი შესრულების პროცესზე. რამდენიმე კითხვა იყო დასმული პოლარიზაციასთან დაკავშირებით, თვითონაც ვერ გაერკვნენ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და ამაზე გვკითხეს განმარტება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, მეორე წამყვანი თემა იყო უსაფრთხოების საკითხი.

რამე ისეთი მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება მათი მხრიდან წამოჭრილიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არცერთ შეხვედრზე არ ყოფილა. ძირითადად მათ უფრო უსაფრთხოების საკითხები აინტერესებდათ. საქართველოს პოზიციონირება, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან მიმართებით, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება. გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, მეორე წამყვანი თემა იყო უსაფრთხოების საკითხი და ის, თუ ჩვენ როგორ ვხედავთ სამომავლოდ ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურას, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სტრუქტურას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

big_banner
არქივი