logo_geo
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ევროპაში არსებობს კონსენსუსი, რომ 2008 წელს ევროპას შეეძლო მეტის გაკეთება და უფრო მკაცრი ნაბიჯების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ეს სცენარი სხვანაირად წასულიყო
- +

30 ნოემბერი. 2022. 18:22

ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებამდე იყო 2008 წლის მოვლენები საქართველოში, შემდეგ ყირიმი და ამ ორ ფაქტს რომ ჰქონოდა შესაბამისი რეაგირება დასავლეთის მხრიდან, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა უკრაინის მიმდინარე მოვლენებისა და რუსული აგრესიის თავიდან აცილება, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომელიც ბერლინში, უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება.

ევროპაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წელს ევროპას შეეძლო მეტის გაკეთება და უფრო მკაცრი ნაბიჯების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ეს სცენარი სხვანაირად წასულიყო“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

big_banner
არქივი