logo_geo
ირაკლი ბერაია: საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული
- +

1 დეკემბერი. 2022. 11:39

 

 

საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული. ეს ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციას ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ისაუბრა.

 

„ნატოს მოკავშირეებმა ერთხმად დააფიქსირეს კიდევ ერთხელ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება, რომ ნატოს კარი არის ღია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი სახელმწიფო. ის, რომ პარტნიორებმა, ნატს მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც იმყოფება რუსეთის ზეწოლის ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

big_banner
არქივი