logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების წრეს, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან გაათავისუფლებს. ღმერთმა არ ქნას ასეთი დაემართოს
- +

1 დეკემბერი. 2022. 19:11

სასიკვდილო სარეცელზე გადადებული ადამიანი, როდესაც ითხოვს სასჯელისგან გათავისუფლებას, შესაძლოა, ასეთი დაკმაყოფილდეს, მაგრამ იქ კონკრეტულადაა გაწერილი, რა კატეგორიის ავადმყოფობა შეიძლება იყოს ის შემთხვევა, რომელიც გათავისუფლების საფუძველს წარმოშობს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემების გამო საპატიმრო დაწესებულებასთან შეუგუებლობის პრობლემა აქვს.

ნამდვილად არ ვარ საქართველოში იმ ადამიანების წრეს მიკუთვნებული, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან განთავისუფლების მიზეზი გახდება. ღმერთმა არ ქნას ასეთი დაემართოს! ესაა მძიმე დაავადებები, რომელიც პრაქტიკულად განწირულს ხდის ადამიანს, უკურნებელი სენი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ.

პრაქტიკულად, მას შემგუებლობა არ აქვს საკანთან ციხის ვითარებასთან და ასე შემდეგ. ეს არ შეიძლება გათანაბრებული იყოს იმ ვითარებასთან, როდესაც ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო შეუგუებლობა აქვს საპატიმრო დაწესებულებასთან. ყველა პატიმარი, ვისაც შეუგუებლობა ექნება საკანთან, ვინც იშიმშილებს, შესაძლოა განთავისუფლდეს?! “, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცენტრი „ემპათია“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

big_banner
არქივი