logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ექნება
- +

1 დეკემბერი. 2022. 20:54

 

დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მალე ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია სერიოზულად ფიქრობს აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოებაზე და ასევე სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ ევროკავშირის წევრების რაოდენობა მალე შეიძლება იყოს 36 და ამ წევრებში რა თქმა უნდა, საქართველოც მოიაზარება - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ გერმანიაში და ეს რა თქმა უნდა, ოპტიმიზმით აღგვავსებს დელეგაციის თითოეულ წევრს“, - განაცხადა სამხარაძემ.

big_banner
არქივი