logo_geo
ანრი ოხანაშვილი: გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები მხარს უჭერენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვდგამთ
- +

1 დეკემბერი. 2022. 21:18

 

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები დეპუტატებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრთან - ეს არის მაღალი რანგის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები მხარს უჭერენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვდგამთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სვლა დემოკრატიის განვითარებისთვის. ისინი მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას და რაც მთავარია, ისინი არიან დიდი მხარდამჭერები საქართველოს ევროპულ ოჯახში სრული ინტეგრაციის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

big_banner
არქივი