logo_geo
ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

1 დეკემბერი. 2022. 22:12

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კოლეგას მიულოცა 2023 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობა ეუთოში, უსურვა წარმატებები ამ მიმართულებით და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს საკითხი კვლავაც დარჩება ეუთოს თავმჯდომარეობის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რომელიც მრავალგზის გამოიხატა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებში.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთობებს ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მხარეები მიესალმნენ ამ კუთხით გააქტიურებულ დიალოგს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის და შეთანხმდნენ შემდგომ მჭიდრო კოორდინაციაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიულოცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება და წარმატებები უსურვა ამ გზაზე.

big_banner
არქივი