logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მადლობა მასწავლებლებს იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ
- +

1 დეკემბერი. 2022. 22:44

 

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით მასწავლებლებს, იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. იმისთვის, რომ ისინი ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ისინი აკავშირებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ჩვენი ქვეყნის მომავალთან და დებენ ძალიან დიდ ენერგიას იმაში, რომ საქართველო ხვალ იყოს უკეთესი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე.

განათლების სექტორს ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შეუძლებელია ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოდიოდეს, თუ ქვეყანას დღეს აქვს უარესი განათლების სისტემა, ვიდრე ჰქონდა იმ დროს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ეამაყებათ. შეუძლებელია, რომ დღეს ქვეყანაში ჩამოდიოდეს მეტი ტურისტი, თუ მათ უკეთეს სერვისებს არ აწვდიან. შეუძლებელია, რომ ექსპორტი გაიზარდოს ევროკავშირში, თუ მეწარმეებმა ბიზნეს სექტორში მომუშავე ადამიანებმა, უკეთ არ იციან როგორ გააკეთონ თავისი საქმე და როგორ გაიტანონ ევროპულ ბაზარზე თავისი პროდუქცია. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ორგანულად არის დაკავშირებული განათლების სისტემასთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

big_banner
არქივი