logo_geo
არჩილ თალაკვაძე: თუ მელია გადააყენეს, სწორედ ის იქნება პირველი, ვინც მოყვენა რა მოხდა გასულ წელს
- +

2 დეკემბერი. 2022. 00:06

 

ეს არის ტიპური საბჭოთა პარტია, ერთი კაცის პარტია და გაიხსენეთ რა ხდებოდა საბჭოთა პარტიაში, როდესაც ერთი ლიდერი მიდიოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

ხაბეიშვილს საკუთარი ძეგლის კეთება უკვე დაწყებული აქვს, ეს მედიაშიც ჩანს, ამ ძეგლის კეთება ყოველ დღე მიდის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მელიასაცაქვს თავისი ძეგლი და ამ ძეგლებს შორის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის. თუ მელია გადააყენეს, სწორედ მელია იქნება პირველი, ვინც მოყვენა რა მოხდა გასულ წელს., რადგან გვახსოვს, რამდენად არაბუნებრივი იყო ის ქმედებები, რომელსაც მელიამ მიმართა. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მას სთხოვდნენ მეტ აგრესიას, თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და კანონის წინააღმდეგ უხეშად წასვლას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კვირის ბოლოს გაირკვევა, როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. პოლიტსაბჭოს წევრები სავარაუდოდ 2 დეკემებერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ. კანდიდატურა შესაძლოა დააყენოს ზურაბ ჭიაბერაშვილმაც.

big_banner
არქივი