logo_geo
ჩეხეთის საელჩო: ელჩმა დეტალურად განმარტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა, ის არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ზოგადი ხასიათის იყო
- +

2 დეკემბერი. 2022. 21:36

 

ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტერ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ქართულ მედიაში ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ჩეხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ელჩმა დეტალურად განმარტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა, ის არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ზოგადი ხასიათის იყო. ის აცნობიერებს და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლის საკითხები ამ და სხვა მგრძნობიარე საკითხებზე. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და საკითხი დამატებით განხილვას აღარ იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

big_banner
არქივი