logo_geo
ბაია კვიციანმა კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმში მონაწილეობა მიიღო
- +

2 დეკემბერი. 2022. 23:20

 

შემოქმედებითი ინდუსტრიები ჩვენი ქვეყნის მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმოსაჭიდი და იმედის მომცემი მიმართულებაა. ყველამ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი შემოქმედებითი სექტორის სრულფასოვან ინდუსტირად ჩამოყალიბებას, - განაცხადა კულტურის კომიტეტის წევრმა ბაია კვიციანმა, რომელმაც ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით, სტამბულში 2022 წლის კრეატიული ინდუსტრიების საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სტამბოლის კონფერენციის პროგრამა ეფუძნება შემოქმედებითი ინდუსტრიებისპოლიტიკისა და მტკიცებულებების საერთაშორისო ცენტრის (Policy and Evidence Centre) გლობალურ დღის წესრიგს -„გლობალური დღის წესრიგი კულტურული და კრეატიული ინდუსტრიებისთვის“.

ფორუმში მონაწილეობას მიიღეს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს წამყვანმა
წარმომადგენლებმა. მსჯელობა გაიმართა შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე არსებულ და სამომავლო გამოწვევებზე და პოლიტიკის მიმართულებებზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია შემოქმედებითი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ შემოქმედებითი ინდუსტრიების თემებზე მომუშავე საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, დასავლეთ ბალკანეთის, თურქეთის, ცენტრალური აზიის და უკრაინის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

big_banner
არქივი